leaderboard_below_slide
left_sabechdi

პრემიერი: ბიძინა ივანიშვილის მთავარი გზავნილები იყო საქართველო და საქართველოს მომავალი, ოპოზიციას აქვს ერთადერთი დავალება, მათ სურთ ხელისუფლებაში დაბრუნება, რომ გააჩაღონ ისეთივე ომი, როგორიც გააჩაღეს 2008 წელს

“ბატონი ბიძინა ივანიშვილის მთავარი გზავნილები იყო საქართველო და საქართველოს მომავალი, რაც, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია ქვეყნის განვითარებასთან”, – განაცხადა პრემიერმა გორში ჟურნალისტის კითხვის პასუხად.

მთავრობის მეთაურის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ასევე ისაუბრა წინა ხელისუფლების უდიდეს დანაშაულზე – 2008 წლის ომზე.

„ბიძინა ივანიშვილმა ძალიან ბევრჯერ ახსენა საქართველო, ძალიან ბევრჯერ ახსენა საქართველოს მომავალი და ეს იყო მისი მთავარი გზავნილები, რაც დაკავშირებულია, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის განვითარებასთან. მან ასევე ისაუბრა იმ უდიდეს დანაშაულზე, რომელიც ჩაიდინა წინა რეჟიმმა, 2008 წელს, როდესაც მათ გააჩაღეს ომი ჩვენს ქვეყანაში და ასეთივე ომის გაჩაღება სურთ ამ ადამიანებს ახლა. ამისათვის აქვთ მიღებული დავალება, რამენაირად არიონ ვითარება ამ ქვეყანაში და კიდევ ერთხელ გააჩაღონ ომი. რაც შეეხება რუსეთს, ყველამ იცის, როგორია ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით. საქართველოს ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული და ეს ყველამ ძალიან კარგად იცის. ახლა რაზეც არის მთავარი სასაუბრო არის ის, რომ ჩვენ თავიდან ავიცილოთ ისეთივე მოვლენების განვითარება, რაც განვითარდა 2008 წელს. ოპოზიციას ახლა აქვს ერთადერთი დავალება, მათ ამ ერთადერთი დავალებით სურთ ხელისუფლებაში დაბრუნება, რომ გააჩაღონ ისეთივე ომი, როგორიც გააჩაღეს საქართველოში 2008 წელს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე იხილეთ