სოფელ ნაგომარში, საცხენოსნო შეჯიბრი ჩატარდა, რომელშიც სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ცხენოსნები მონაწილეობდნენ
სოფელ ნაგომარში, საცხენოსნო შეჯიბრი ჩატარდა, რომელშიც სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ცხენოსნები მონაწილეობდნენ.
„ოზურგეთის ერთ-ერთ ულამაზეს სოფელ ნაგომარში, საცხენოსნო შეჯიბრი „ოზურგეთის თასი – 2024“ ჩავატარეთ. დოღში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების სპორტსმენმა, თორნიკე თოდრიამ, სუფთა ჯიშის ცხენით 3200 მეტრი მანძილი პირველმა გაირბინა და პირველობაც მოიპოვა. დოღში მონაწილე და საპრიზო ადგილებზე გასული მხედრები სოლიდური პრიზებით დაჯილდოვდნენ. დოღის ჯამური საპრიზო ფონდი – 21.800 ლარი გახლდათ. ვულოცავ გამარჯვებულებს და მადლობას ვუხდი ყველა მონაწილეს! განსაკუთრებული მადლობა ცხენოსნობის ეროვნულ ფედერაციას, ოზურგეთის საცხენოსნო კლუბს, ორგანიზატორებს და სპონსორებს!“, – აღნიშნა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.
დოღის სხვადასხვა დისტანციაზე ხუთი გარბენი გაიმართა:
ნაგომრის თასი – 1400 მ. შერეული/ადგილობრივი – საპრიზო ფონდი: 2200 ლარი
პირველი ადგილი – საბა ხურცია (ჩოხატაური)
მეორე ადგილი – გიორგი მჟავანაძე (ოზურგეთი)
მესამე ადგილი – ლიზი ხოფერია (ხონი)
მშვიდობის თასი – 1600 მ. ნახევრად სუფთა – საპრიზო ფონდი: 3300 ლარი
პირველი ადგილი – თორნიკე თოდრია (ოზურგეთი)
მეორე ადგილი – საბა ეხვაია (ზუგდიდი)
მესამე ადგილი -გიორგი ძაგანია (ზუგდიდი)
გურიელის თასი – 1600 მ. სუფთა ჯიშის 2 წლიანები – საპრიზო ფონდი: 4300 ლარი
პირველი ადგილი – საბა ხურცია (აბაშა)
მეორე ადგილი – აზერ ალიევი (ჩოხატაური)
მესამე ადგილი – თორნიკე თოდრია (ოზურგეთი)
ოზურგეთის თასი – 2400 მ. სუფთა ჯიშის 3 წლიანები – საპრიზო ფონდი: 5000 ლარი –
პირველი ადგილი – საბა ხურცია (ჩოხატაური)
მეორე ადგილი – გიორგი ცინცაძე (ჩოხატაური)
მესამე ადგილი – თორნიკე თოდრია (აზერბაიჯანელი მესაკუთრის ცხენით)
გურული მხედრების თასი (Wild West Trophy) – 3200 მ. სუფთა ჯიშის უფროსი ასაკის – საპრიზო ფონდი: 7000 ლარი
პირველი ადგილი – თორნიკე თოდრია (ოზურგეთი)
მეორე ადგილი -საბა ეხვაია (ახმეტა)
მესამე ადგილი -გიორგი მჟავანაძე (ოზურგეთი).
ღონისძიებას სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ურუშაძე, გურიის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე, ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და მოქალაქეები დაესწრნენ.
დოღი ნაგომარში, ოზურგეთის მერიის მხარდაჭერით და სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით ჩატარდა.