leaderboard_below_slide
left_sabechdi

გივი მიქანაძე: ვხედავთ, რომ რაც უფრო უახლოვდება პროცესი არჩევნების დღეს, ყოველდღიურად სიტუაცია იძაბება, რადიკალურ ძალებს არაფერი აქვთ საზოგადოებისთვის შესათავაზებელი, ისინი მიდიან მაქსიმალურად პროცესების რადიკალიზაციაზე

????????????????????????????????????

“შემდეგ კვირას ჩვენ გამოვაქვეყნებთ ქართულ და ინგლისურენოვან ანგარიშს. იგი ასახავს პირველი ივნისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით მიმდინარე მოვლენებს, რომელიც არჩევნების წინა პერიოდთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების, მედია სექტორისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, ასევე გარე ძალების მხრიდან წინასაარჩევნო პროცესების დარღვევებთან და უხეშ ჩარევებთან არის დაკავშირებული”,  – განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ გადაცემა „ქრონიკაში.

მისივე თქმით, რაც უფრო უახლოვდება პროცესი არჩევნების დღეს, ყოველდღიურად სიტუაცია იძაბება, ვინაიდან რადიკალურ ძალებს არაფერი აქვთ საზოგადოებისთვის შესათავაზებელი და ისინი მიდიან მაქსიმალურად პროცესების რადიკალიზაციაზე.

„ეს გვაქვს ჩვენ დეტალურად აღწერილი. ყველა გვაქვს როგორც დათარიღებული, ასევე კონკრეტული ფაქტებით ასახული. ამის შესახებ ჩვენ ეტაპობრივად საზოგადოებას სხვადასხვა ბრიფინგის მეშვეობით ინფორმაციას ვაწვდიდით, მაგრამ ჩვენ ამასაც ვხედავთ, რომ რაც უფრო უახლოვდება პროცესი არჩევნების დღეს, ყოველდღიურად სიტუაცია იძაბება და იმასაც ვხედავთ, რომ რადიკალურ ძალებს არაფერი აქვთ საზოგადოებისთვის შესათავაზებელი. ისინი მიდიან მაქსიმალურად პროცესების რადიკალიზაციაზე, დესტაბილიზაციის მოწყობაზე. დღესაც ვნახეთ რამდენიმე ფაქტს ჰქონდა ადგილი გორში, ქუთაისში, სხვაგანაც. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ მათი დღის წესრიგი არის სწორედ ამ რადიკალიზაციის და დესტრუქციის შემოტანა.

რაც შეეხება ამ ანგარიშის თემას, ჩვენ თითოეული ბრიფინგის შემდეგ ინფორმაციას ვაწვდით, პირველ რიგში, საერთაშორისო ორგანიზაციებს, დონორ ორგანიზაციებს, პარტნიორებს დასავლეთში, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, სადამკვირვებლო მისიებს. ამასთანავე, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ ორგანიზაციებთან იმისთვის, რომ ეს დარღვევები აუცილებლად უნდა აისახოს იმ ანგარიშებში, რომელიც იქნება მათი მხრიდან წარმოდგენილი საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდთან და იქ დაფიქსირდება თუ როგორ, ასე ვთქვათ, პირდაპირ და უხეშად არღვევენ კონკრეტული პირები, რომლებიც რადიკალური ფრთის წარმომადგენლები არიან, იმ პროცესებს, რომლებიც წინასაარჩევნო პროცესებთან არის დაკავშირებული“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

 

ასევე იხილეთ