leaderboard_below_slide
left_sabechdi

დავით კოდუა: შეხვედრებზე დაფიქსირებული პრობლემების ჩამონათვალი იქნება ჩემი სამუშაო დღის წესრიგი პარლამენტში შესვლის დღიდან

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის დელეგატობის კანდიდატი დავით კოდუა, დღეს ოქტომბერსა და დავითიანში იმყოფებოდა და სხვადასხვა უბანში მოქალაქეებს შეხვდა.

დავით კოდუას თქმით, მსგავსი ფორმატის შეხვედრები  იძლევა შესაძლებლობას,მოხდეს  არსებული პრობლემების უბან-უბან შესწავლა.

„დღეს სოფელ ოქტომბერისა  და დავითიანის სხვადასხვა უბნებში მოქალაქეებთან შეხვედრები გავმართეთ. ჩვენი შემუშავებული ეს ფორმატი საშუალებას გვაძლევს არსებული საჭიროებები უბან-უბან შევისწავლოთ. ამ შეხვედრებზე დაფიქსირებული პრობლემების ჩამონათვალი იქნება ჩემი სამუშაო დღის წესრიგი პარლამენტში შესვლის დღიდან – მე ვიქნები თითოეული ზუგდიდელის ხმა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში და მათი ინტერესების დამცველი ყველა უწყებაში“,– აცხადებს კოდუა.

ასევე იხილეთ