მერაბ დვალიშვილი: შემომხედეთ, მე UFC-ის ჩემპიონი ვარ, ამისთვის 12 წელი ვმუშაობდი
“შემომხედეთ, მე UFC-ის ჩემპიონი ვარ”, – განაცხადა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონმა მერაბ დვალიშვილმა.
მისი თქმით, ამ წარმატებისთვის 12 წელი მუშაობდა.
„საჩემპიონო ქამარი ჩემია და ამისთვის 12 წელი ვმუშაობდი. საოცრად დიდ პატივს ვცემ დენა უაითს, რადგან მას ამ ყველაფერში უდიდესი წვლილი მიუძღვის. თქვენს წინაშეა ნორმალური ადამიანი, რომელიც ლეგენდებს უდიდესი პატივისცემით ეპყრობა. დენა უაითი კი არის პიროვნება, რომლის დამსახურებითაც ჩემი ცხოვრება შეიცვალა. შემომხედეთ, მე UFC-ის ჩემპიონი ვარ“, – აღნიშნა დვალიშვილმა.