კატალონიაში ტყის ხანძარს ებრძვიან
კატალონიაში ტყის ხანძარს ებრძვიან. ცეცხლი ჟირონის სიახლოვეს მდებარე ტყის მასივს გაუჩნდა, რის გამოც ადგილობრივი ხელისუფლება იძულებული გახდა, საავტომობილო მაგისტრალი დროებით ჩაეკეტა. შეწყვეტილია სარკინიგზო მოძრაობაც.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში რამდენიმე სახანძრო ბრიგადა და ვერტმფრენებია ჩართული.