“გილოცავ, ძმაო” – ბერა ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს გამარჯვებას ულოცავს
“ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის შვილი ბერა ივანიშვილი სოციალურ ქსელში UFC-ის ქართველ ჩემპიონს, მერაბ დვალიშვილს ქამრის მოპოვებას ულოცავს.
“გილოცავ ძმაო”, – წერს ბერა სოციალურ ქსელში.
მერაბ დვალიშვილმა შონ ო’მალი დაამარცხა და UFC-ის ჩემპიონი გახდა.