leaderboard_below_slide
left_sabechdi

ზურაბ ქადაგიძე: ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ყველა დამნაშავეს პასუხს აგებინებს, ხოლო აფხაზ და ოს უდანაშაულო მოქალაქეებთან ერთად საქართველოს დეოკუპაციას მოახერხებს

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ოპოზიციის იმ რეაქციაზე წერს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით პროგრესის დაანონსებას მოჰყვა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ყველა დამნაშავეს პასუხს აგებინებს, ხოლო აფხაზ და ოს უდანაშაულო მოქალაქეებთან ერთად საქართველოს დეოკუპაციას მოახერხებს.
„რა საცოდავი კოლექტივია ნაციონალური მოძრაობა?!
ისეთი უნიათოები არიან, სხვისი განცხადებების რევიზიის მცდელობითა და აბსურდის ტირაჟირებით უნდათ ფონს გასვლა.
ახლა, ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ შერიგებით, შეცდომების აღიარებითა და ურთიერთპატივისცემით უნდა დავიბრუნოთ ერთმანეთიო – საკუთარი მოღალატეობრივი ხასიათით გადათარგმნეს და ოკუპანტების წინაშე ბოდიშის მოხდას აპირებს ხელისუფლებაო…
განა არ აფასებენ რეალობას, უბრალოდ, სხვანაირად ვერ აღიქვამენ ფაქტებს და
რატომ გვიკვირს ამ უსამშობლოებისგან, რომ საკუთარი მოღალატე ბუნების შესაბამისად ხედავენ ყველაფერ სასიკეთოს და საქართველოს რეალურ პერსპექტივას?!
არ შეუძლიათ ღალატის გარეშე ცხოვრება და რა ქნან? ოკუპაციას, ქართული სტრატეგიული ობიექტებისა და რესურსების გასხვისებას ხელი შეუწყვეს, ქართველ ჯარისკაცებს ომის დანაშაულები დააბრალეს და ღალატის აქტები (რეზოლუცია 1633, ტალიავინის დასკვნა) გამარჯვებად გაასაღეს.
დღეს, როდესაც საქართველოს დეოკუპაციის პერსპექტივები რეალურად გამოიკვეთა და მმართველი პარტიის დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი ჩაერთო პოლიტიკურ პროცესებში, რათა ყველანაირი საფრთხე დააზღვიოს, საზოგადოებასთან სრული კოორდინაციითა და აქტიური კომუნიკაციით, საქართველოს გამთლიანებისთვის პროდუქტიული ნაბიჯები გადაიდგას, ყველა მხრიდან ამოიქოქა უსამშობლოთა სექტა და ყველა მეთოდს მიმართავენ პროცესის დასაზიანებლად.
დიახ, დროა ყველა მხარემ გაიაზროს შეცდომა და ურთიერთპატივისცემითა და
სინანულით მოხდეს შერიგება.
რაც შეეხება ოკუპანტებთან დამოკიდებულებას, „ქართულმა ოცნებამ“, დიახ, მმართველი პარტიის ხელისუფლებამ მოუგო რუსეთის ფედერაციას სტრასბურგისა და ჰააგას საერთაშორისო სასამართლოები, რითაც რუსეთის მხარის უპირობო დანაშაული დაამტკიცა.
ასევე მოექცევა ანწუხელიძისა და ჩვენი გმირი სამხედროებისა თუ სამოქალაქო პირების მიმართ ჩადენილ დანაშაულში მხილებულ მკვლელებს – ეს განსხვავებაა დღევანდელ ხელისუფლებასა და კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ შორის. 
ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ყველა დამნაშავეს პასუხს აგებინებს, ხოლო აფხაზ და ოს უდანაშაულო მოქალაქეებთან ერთად საქართველოს დეოკუპაციას მოახერხებს, ხოლო თქვენ თქვენი მოღალატე კოლექტიური აზროვნებითურთ ისტორიის ნაგავსაყრელზე აღმოჩნდებით!“ , – წერს ზურაბ ქადაგიძე.
ასევე იხილეთ