left_sabechdi

ლაშა გეგეჭკორი: წონასწორობის დაცვისთვის გაშლილ ხელებში გადაინაწილეთ სააკაშვილის მთავრობის დროს პირდაპირი მიყიდვის წესით 1 ლარად გაცემული ათასობით სხვადასხვა სახის ქონების დოკუმენტაცია, გამოექანეთ და შემდეგ რა უნდა ქნათ – კარგად მოგეხსენებათ!

ახლა კიდევ ადით იმ ხეობის მწვერვალზე, წონასწორობის დაცვისთვის გაშლილ ხელებში გადაინაწილეთ სააკაშვილის მთავრობის დროს პირდაპირი მიყიდვის წესით 1 ლარად გაცემული ათასობით სხვადასხვა სახის ქონების დოკუმენტაცია, გამოექანეთ და შემდეგ რა უნდა ქნათ – კარგად მოგეხსენებათ!” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მიუსაფარ ცხოველთა მართვის კახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის ცენტრის კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ მუნიციპალური თავშესაფრის ყოფილი უფროსი ლაშა გეგეჭკორი წერს:

„ტელეკომპანია პირველი

მოგესალმებით, გავეცანი გუშინდელ „მელაძის შაბათში” გასულ სიუჟეტს, სადაც, როგორც თქვენ ამბობთ, ამხილეთ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი, რომელმაც 2020 წელს, მისი და მისი მეუღლის ახლო მეგობარს გადასცა მიწის ნაკვეთი კახეთში, არწივის ხეობაში.

განსაკუთრებით გამაოცა თქვენ მიერ ამ სიუჟეტში წარმოდგენილმა დოკუმენტებმა:

2020 წელს, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანება.

ამ ბრძანების შესაბამისად, იმავე წელს ჩატარებული ელექტრონული აუქციონის და მასში გამარჯვებულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

2020 წელს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი.

კიდევ ერთხელ დავრწმუნდი თქვენს მაღალ, არა-უმაღლეს „კომპეტენციაში!”

ოღონდ, 2019-2021 წწ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო გიორგი გახარია!

გაიგეთ, არწივებო???

ახლა კიდევ ადით იმ ხეობის მწვერვალზე, წონასწორობის დაცვისთვის გაშლილ ხელებში გადაინაწილეთ სააკაშვილის მთავრობის დროს პირდაპირი მიყიდვის წესით 1 ლარად გაცემული ათასობით სხვადასხვა სახის ქონების დოკუმენტაცია, გამოექანეთ და შემდეგ რა უნდა ქნათ – კარგად მოგეხსენებათ!” – წერს ლაშა გეგეჭკორი.

 

 

ასევე იხილეთ