ნინო ჯღარკავა: ივანიშვილი კი არა, სააკაშვილი უნდა უხდიდეს ბოდიშს ყოველდღე ანწუხელიძის და სხვა ქართველი ჩახოცილი ბიჭების დედებს, სააკაშვილის ხელისუფლება იყო იმ დროს და არა ქართული ოცნება
„ივანიშვილი კი არა, სააკაშვილი უნდა უხდიდეს ბოდიშს ყოველდღე ანწუხელიძის და სხვა ქართველი ჩახოცილი ბიჭების დედებს, სააკაშვილის ხელისუფლება იყო იმ დროს და არა ქართული ოცნება”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა წერს:
„ახავლდნენ ნაცები, რას ჰქვია, ივანიშვილმა თქვა, ოსი და-ძმებიო, ბოდიში უნდა მოვუხადოთ ერთმანეთსო, ანწუხელიძის ოჯახს უნდა უხდიდეს ბოდიშს ყოველდღეო. ივანიშვილი კი არა, სააკაშვილი უნდა უხდიდეს ბოდიშს ყოველდღე ანწუხელიძის და სხვა ქართველი ჩახოცილი ბიჭების დედებს, სააკაშვილის ხელისუფლება იყო იმ დროს და არა ქართული ოცნება. რაც შეეხება შერიგებას და ბოდიშს, დიახ, აფხაზებსაც და ოსებსაც უნდა მოვუხადოთ ბოდიში, ისინიც მოგვიხდიან და შერიგება მერე მოხდება, ბოდიში სირცხვილი არაა და ყოველთვის დამნაშავე არ იხდის, ძლიერი ადამიანის ღირსეული ნაბიჯია ბოდიში, უვიცების გასაგონად, ქართველი ქართველს კლავს აქვე, ქუჩებში, მამა შვილს და ქალი შვილს და ქმარს და ვცხოვრობთ ამ ქვეყანაში. დიახ, არც ოსებს, არც აფხაზებს და არც ქართველებს არ უნდოდათ ომი, ვის ტვინშიც იხარშებოდა, პასუხიც მათ უნდა აგონ პიროვნულად! ჩვენ კი აუცილებლად გავერთიანდებით და ისევ ისე ერთად ვიცხოვრობთ ოსი, აფხაზი, მეგრელი, გურული, იმერელი, კახელი, სვანი და იქნება ერთიანი, ძლიერი საქართველო!“ – წერს ნინო ჯღარკავა.