leaderboard_below_slide
left_sabechdi

დავით ჩიხელიძე: დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის მედროშეები მონაწილეობდნენ სააკაშვილის პიარკამპანიაში სახელწოდებით „ბოდიში“, რაც „ნაცმოძრაობის“ ორსახოვან ბუნებას აჩვენებს – თავად აფხაზებს ბოდიშს უხდიდნენ, ახლა კი, როცა ივანიშვილმა ბოდიშის და პატიების მნიშვნელობაზე ისაუბრა, ამისთვის ღალატის დარქმევა სცადეს

„ეს სამი ადამიანი დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის მედროშე, ნინია კაკაბაძე, პაატა ზაქარეიშვილი და ლაშა ბაქრაძე არიან. სამივე მათგანი მონაწილეობდა სააკაშვილის მიერ დაგეგმილ პიარკამპანიაში, სახელწოდებით „ბოდიში“, – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, „ნაცმოძრაობა“ თავის დროზე აფხაზებს ბოდიშს უხდიდა, ახლა კი, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ბოდიშისა და პატიების მნიშვნელობაზე ისაუბრა, ამის ღალატად წარმოჩენა სურთ, რაც რადიკალების ორსახოვან ბუნებას კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩენს.

„ეს სამი ადამიანი დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის მედროშე, ნინია კაკაბაძე, პაატა ზაქარეიშვილი და ლაშა ბაქრაძე არიან. სამივე მათგანი მონაწილეობდა სააკაშვილის მიერ დაგეგმილ პიარკამპანიაში, სახელწოდებით „ბოდიში“. კამპანიის მიზანი იყო აფხაზებისთვის ბოდიშის მოხდა და ამ ფორმით შერიგების გზების ძიება. თავისთავად, ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ კიდევ ერთხელ თვალნათლივ აჩვენებს „ნაცმოძრაობის“ ორსახოვან ბუნებას. თავად აფხაზებს ბოდიშს უხდიდნენ, ახლა კი, როცა მათ დაწყებულ  და აღიარებულ ომზე ერისკაცმა ბიძინა ივანიშვილმა ბოდიშის და პატიების მნიშვნელობაზე ისაუბრა, ამ საქციელისათვის ღალატის დარქმევა სცადეს. სხვა ბევრ მიზეზთან ერთად, ამ ორმაგი სტანდარტისთვისაც დასრულდებით 26 ოქტომბერს, ნაცებო“, – წერს დავით ჩიხელიძე.

ასევე იხილეთ