leaderboard_below_slide
left_sabechdi

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვია

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვია.

მთავრობის ადმინისტრაციაში სომხეთის პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

ნიკოლ ფაშინიანს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უმასპინძლა. შესრულდა ორი ქვეყნის ჰიმნები. საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა ერთმანეთს დელეგაციების წევრები წარუდგინეს.

საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრები მთავრობის ადმინისტრაციაში  პირისპირ და გაფართოებულ შეხვედრებს გამართავენ, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.

ასევე იხილეთ