left_sabechdi

პარტია „ქართული ოცნების“ ბათუმისა და ხელვაჩაურის დელეგატი აჩიკო ბერიძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ბათუმისა და ხელვაჩაურის  დელეგატობის  კანდიდატი აჩიკო ბერიძე, ინასარიძის და  შარაშიძის ქუჩების, ასევე, გონიოს მეურნეობის ბინების მოსახლეობას კარდაკარ შემოვლის პრინციპით შეხვდა.

შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე და იმ მიმართულებაზე, რომელზეც გუნდი აქტიურ მუშაობას აპირებს.

„დელეგატობის კანდიდატად დასახელების დღიდან ჩემი ბათუმელებისგან ვგრძნობ თანადგომას, რაც მაძლევს უდიდეს ძალას, ვაკეთო მეტი სასიკეთო საქმე ჩემი ქალაქის განვითარებისთვის“, – განაცხადა აჩიკო ბერიძემ.

შეხვედრებს  ასევე ესწრებოდნენ ბათუმის დელეგატობის კანდიდატი აჭარის უმაღლეს საბჭოში რამაზ ჯინჭარაძე და ქალაქ ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი.

ასევე იხილეთ