იტალიური გამოცემა La Repubblica ხვიჩა კვარაცხელიას და რომელუ ლუკაკუს ტანდემს გამოეხმაურა.
„კალიარის“ წინააღმდეგ მათ გოლები ერთმანეთის პასებით გაიტანეს და გამოჩნდა, რომ უკვე შეთამაშდნენ.
„ნაპოლის“ გოლებს ახალი ტყუპი ჰყავს: ლუკაკუ და კვარაცხელია. თითქოს, ეს ორი ერთმანეთისთვისაა შექმნილი და საოცრად უგებენ ერთმანეთს, უფრო ბუნებრივადაც კი, ვიდრე ქართველი და ოსიმენი უგებდნენ“, – წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე (სერია A და იტალიის თასი) ხუთ მატჩში 2 გოლი და 2 საგოლე პასი აქვს აქტივში. „ნაპოლი“ 9 ქულით სერია A-ში გალიდერდა, მომდევნო მატჩს კი, 21 სექტემბერს, სტუმრად ტურინის „იუვენტუსთან“ ჩაატარებს.