leaderboard_below_slide
left_sabechdi

ზურაბ ქადაგიძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე: უსამშობლოთა „რე-ბრენდინგი“ დასასრულს მიუახლოვდა, ახლა გასარკვევია 26 ოქტომბერს, როგორ ამთავრებენ პოლიტიკურ მოღვაწეობას – დრამით თუ ტრაგედიით

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა პატრონებისგან ახალი დავალება მიიღო – გააერთიანოს გახარია და ხაზარაძე, რადგან ცალ-ცალკე მათი რეიტინგი ძალიან დაბალია. „დააკვდებიან ერთმანეთს – ღალატის ფორმულა გახარია, ხანდაზმული თაღლითები და ლუდოვიკოს ციცა“, – წერს ქადაგიძე და აღნიშნავს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები საქართველოს ისტორიაში ყველაზე მარტივი და პროგნოზირებადი იქნება.

„პატრონებმა ახალი დავალება მისცეს, გახარია და ხაზარაძე გააერთიანე, თორემ „პლინტუსსაც” ვეღარ სწვდებიან რეიტინგებითო! დააკვდებიან ერთმანეთს – ღალატის ფორმულა გახარია, ხანდაზმული თაღლითები და ლუდოვიკოს ციცა. მოკლედ, უსამშობლოთა „რე-ბრენდინგი” დასასრულს მიუახლოვდა, ახლა გასარკვევია, 26 ოქტომბერს როგორ ამთავრებენ პოლიტიკურ მოღვაწეობას – დრამით თუ ტრაგედიით?! კარგია, ასეთი მარტივი და პროგნოზირებადი არჩევნები საქართველოს ისტორიას არ ემახსოვრება!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.

ასევე იხილეთ