left_sabechdi

მამუკა მდინარაძე: ღირსების ნატამალი როცა არ გაგაჩნია, მაშინ შეიძლება, რომ ხაზარაძე და გახარიაც გაერთიანდნენ

„ღირსების ნატამალი როცა არ გაგაჩნია, მაშინ შეიძლება, რომ ხაზარაძე და გახარიაც გაერთიანდნენ”, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციაში პოლიტიკური გაერთიანებები მხოლოდ და მხოლოდ დაავალების შესრულებისთვის ხდება.

„სალომე ზურაბიშვილს არავინ ეკითხება გახარია- ხაზარაძის გაერთიანებას, გარდა იმ შემთხვევისა თუ ის არ არის ოპოზიციონერი და მათ რიგებში თუ არ ირიცხება. ღირსების ნატამალი როცა არ გაგაჩნია, მაშინ შეიძლება, რომ ხაზარაძე და გახარიაც გაერთიანდნენ. გუშინ ერთმანეთისთვის ისინი იყვნენ „თვალთხარია“ და „თაღლითი“ დღეს, იქნებიან პარტნიორები. მე მახსოვს გახარიას გამონათქვამი – „ლელო“ „განაცებას“ უნდა გადავარჩინოო. „ლელო“ „განაცდა“ სანამ „ლელო“ იქნებოდა. გახარია არ ჭირდებოდა მაგათ. ხაზარაძე „ნაციონალური მოძრაობის“ პარტნიორი იყო „ნაცმოძრაობის“ მმართველობიდან. მათ რეკეტს ხაზარაძე ხელმძღვანელობდა. რა „ლელო“ უნდა გადაარჩინო, რაებს იგონებ?! ადამიანი „ნაცებს“ ლანძღავს და კოალიცია აქვს ოთხგან დალაგებული და ახლა მათ ერთ-ერთ კლასტერს უერთდება. ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ დაავალეს. ასე დაავალებენ ახლა გვარამიასაც და დიდი შანსია, რომ „ნაცებს“ გაუერთიანდეს. ორი პარტია იყო, რომელიც ეპოტინებოდა ბარიერს. აღარ რისკავენ ახლა, ერთია გვარამიას პარტია, მეორეა გახარიას პარტია, შესაბამისად, ამ ორთან დაკავშირებით ცდილობენ, რომ ისინი გაუერთიანონ სხვებს.ერთს ვერ ხვდებიან, რომ გახარიას და ლელოს ამომრჩეველი სხვა და სხვაა. სინამდვილეში, მათმა კოალიციამ შეიძლება შეჭამოს ერთმანეთის რეიტინგი“,- აღნიშნა მდინარაძემ.

ასევე იხილეთ