პორტუგალიაში ტყის ხანძარს ებრძვიან

პორტუგალიის ცენტრალურ და ჩრდილოეთ რეგიონებში ტყის ხანძარს ებრძვიან.

BBC-ს ინფორმაციით, პროცესში 5 ათასზე მეტი მეხანძრეა ჩართული. ცეცხლი დასახლებულ რაიონებამდე გავრცელდა და რამდენიმე საცხოვრებელი სახლი გაანადგურა. სტიქიას სულ მცირე 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 12 მეხანძრე. ამ დროისთვის ქვეყანაში ხანძრის 128 აქტიური კერაა.

პორტუგალიის მთავრობამ დახმარებისთვის ევროკავშირს მიმართა. ორგანიზაცია ქვეყანას 8 თვითმფრინავს გაუგზავნის.

ასევე იხილეთ