„ნაცსექტის ვერშემდგარი პრემიერი, რეალურად კლოუნი გიორგი (ჭიჭე) ვაშაძე ამფსონებთან ერთად, კვლავ ამტკიცებს, რომ უაზროდ მოლაყბე არაერუდირებული პერსონაჟია“, – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, ფასებზე აქცენტის გადატანის მცდელობა, “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ფსევდოლიბერალური პროპაგანდისგან დაცვის საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობისგან თავის არიდებას უკავშირდება.
“ნაცსექტის ვერშემდგარი პრემიერი, რეალურად კლოუნი გიორგი (ჭიჭე) ვაშაძე ამფსონებთან ერთად, კვლავ ამტკიცებს, რომ უაზროდ მოლაყბე არაერუდირებული პერსონაჟია.
ოღონდ მავნე ფსევდოლიბერალურ პროპაგანდაზე კანონპროექტზე დისკუსიას თავი აარიდონ და მორიგ მარაზმზეც მზად არიან “ნაცები” – წლევანდელ და 2012 წლის ფასებს ადარებენ.
ვურჩევდი, რომ “ლელოს” არითმეტიკის “გიგანტები” წაიხმარონ ყველაფერში ლუზერმა აქტორებმა.
საქართველოს ხელისუფლება არ უარყოფს, რომ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარებაა, მეტწილად მძიმე საგარეო ფაქტორების გამო, სახავს კონკრეტულ გეგმებს, რის განხილვაშიც, ცხადია, უგვანო რევანშისტები არ მონაწილეობენ. მათთვის მთავარია ბრიყვული პოპულისტური გზავნილების ტირაჟირება და უშინაარსო კაკაფონია. თუმცა, ეს რომ ვერანაირ პოლიტიკურ ქულებს ვერ დაუგროვებს უსახურ ნაცჯამბაზებს, ცხადზე ცხადია.” – წერს აბაშიძე.