მამუკა მდინარაძე „ფორმულას“ ჟურნალისტს: ფულს იხდით, რომ საქართველომ ევროპის გზაზე ვერ იაროს, იმიჯი შეირყეს და თუ ეს მოხდა ვისი პასუხისმგებლობააო, ამბობთ – თქვენ ფულს ხარჯავთ და პასუხისმგებლობაზე მე მეკითხებით?!
“თქვენ ფულს ხარჯავთ საქართველოს დასანქცირებაში, რომ საქართველოს სვლა ევროინტეგრაციის გზაზე შეფერხდეს და მერე თუ ასე მოხდა, ეს ვისი პასუხისმგებლობააო, მეკითხებით”, – ასე მიმართა „ფორმულას“ ერთ-ერთ ჟურნალისტს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
„დილით, „ნიუსრუმში“ მოიგონეთ ბინძური ჭორი, წამოხვედით რომ ეს ჭორია გაავრცელოთ და ამით ხალხი შეაშინოთ და მეკითხებით, ეს ჭორი თუ გამართლდა ვისი პასუხისმგებლობაა?! თქვენ ფულს იხდით იმაში, რომ საქართველომ ევროპის გზაზე ვერ იაროს, საქართველოს იმიჯი შეირყეს და თუ ეს მოხდა ვისი პასუხისმგებლობააო, ამბობთ. თქვენ ფულს ხარჯავთ და პასუხისმგებლობაზე მე მეკითხებით?! “, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
„ფორმულას“ ინფორმაციით, ევროკავშირის დონეზე ფაქტობრივად მიღწეულია შეთანხმება არჩევნების შემდეგ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ.