leaderboard_below_slide
left_sabechdi

მამუკა მდინარაძე სანქციებზე: ვეთანხმები ყველას, ვინც ამბობს, რომ ეს არ არის შემთხვევით – ეს არის გარედან დალაგებული თემა, რომ „ალტ-ინფო“ და ქართული პოლიცია ერთ ქვაბში მოხარშონ

მამუკა მდინარაძე აშშ-ის მიერ სანქციების დაწესებას გამოეხმაურა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივნის და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, სამართალდამცველებთან ერთად სანქციების „ალტ-ინფოს“ წევრებისთვის დაწესება შემთხვევითი არ არის.

„დიახ, ვეთანხმები ყველას, ვინც ამბობს, რომ ეს არ არის შემთხვევით. ეს არის გარედან დალაგებული თემა, რომ „ალტ-ინფო“ და ქართული პოლიცია ერთ ქვაბში მოხარშონ, ერთი ასოციაცია გამოიწვიონ მათზე. რა თქმა უნდა, ეს შემთხვევითი არ არის. ეს არის დალაგებული არაფორმალური მმართველობის შედეგები. რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, ასეთი დალაგებული ნარატივების მით უფრო მეტი მცდელობა იქნება, რომ მაშველი რგოლი გადმოუგდონ ოპოზიციას. ერთადერთი ეს თუ მიეხმარებათ, რომ რომელიმემ ბარიერი გადალახოს. მეტი აქ არაფერი ხდება“, – განაცხადა მდინარაძემ.

ასევე იხილეთ