leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობის“ ლიდერებმა 2008 წელს ხელი მოაწერეს ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც გარკვევით ჩაიწერა, რომ აგვისტოში ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები ცხინვალის გაუფრთხილებელი დაბომბვით მათ დაიწყეს, რასაც რუსეთის საპასუხო შეტევა მოჰყვა

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა 2008 წელს ხელი მოაწერეს ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც გარკვევით ჩაიწერა, რომ აგვისტოში ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები ცხინვალის გაუფრთხილებელი დაბომბვით მათ დაიწყეს, რასაც რუსეთის საპასუხო შეტევა მოჰყვა“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ისინი ასევე დაეთანხმნენ ტალიავინის დასკვნას, სადაც სააკაშვილის მიერ ომის დაწყების ქრონიკა კიდევ უფრო დეტალურად არის აღწერილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა 2008 წელს ხელი მოაწერეს ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც გარკვევით ჩაიწერა, რომ აგვისტოში ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები ცხინვალის გაუფრთხილებელი დაბომბვით მათ დაიწყეს, რასაც რუსეთის საპასუხო შეტევა მოჰყვა. ისინი ასევე დაეთანხმნენ ტალიავინის დასკვნას, სადაც სააკაშვილის მიერ ომის დაწყების ქრონიკა კიდევ უფრო დეტალურად არის აღწერილი.

ევროსაბჭოს რეზოლუციასა და ტალიავინის დასკვნაში მოცემულ საბრალდებო დასკვნაზე პასუხისმგებლობას ინაწილებს გვარამიას პარტიაც, რომლის ლიდერები 2008 წელს მაშინდელ რეჟიმს წარმოადგენდნენ.

სააკაშვილის რეჟიმის მიერ ომის დაწყებას ეთანხმება „ლელოც“, რომლის ლიდერები, ანა ნაცვლიშვილი და ანა დოლიძე, თავის დროზე, ცხინვალის დაბომბვის გამო, სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს სახელმწიფოსაც კი უჩიოდნენ.

2018 წლის არჩევნების წინ, სალომე ზურაბიშვილმა არაერთხელ დასდო ბრალი სააკაშვილის რეჟიმს ომის დაწყებაში, რის გამოც „ნაცმოძრაობამ“ ის მოღალატედ შერაცხა“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე იხილეთ