leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ ჩართულია წინასაარჩევნო აგიტაციაში, ეს არის კონსტიტუციის დარღვევა, თუმცა ჩვენ არ მოგვისმენია არცერთი კრიტიკული განცხადება, რაც ცალკეული დამკვირვებლების მიკერძოებაზე მეტყველებს

„სალომე ზურაბიშვილი უკვე დიდი ხანია აღარ არის საქართველოს პრეზიდენტი და ის ნაბიჯ-ნაბიჯ არღვევს საქართველოს კონსტიტუციის სხვადასხვა დებულებას, მათ შორის, როდესაც ის პირდაპირ არის ჩართული წინასაარჩევნო აგიტაციაში, ესეც არის კონსტიტუციის დარღვევა“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეუთო/ოდირმა ასეთი აქტები კონკრეტულ ქვეყანაში შეაფასა, როგორც საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევა, თან ისეთ ქვეყანაში, სადაც კონსტიტუციაში პირდაპირ არ უწერია პრეზიდენტს, რომ უნდა იყოს ზეპარტიული, მაგრამ საუბარი იყო კონსტიტუციის სულისკვეთებაზე.

„საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი უნდა იყოს ზეპარტიული. ეს, მათ შორის, ნიშნავს იმას, რომ არ უნდა ერეოდეს სარჩევნო პროცესებში. ეს არის, ბუნებრივია, საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევა, თუმცა ჩვენ დღემდე არ მოგვისმენია არცერთი კრიტიკული განცხადება ამასთან დაკავშირებით, რაც ცალკეული დამკვირვებლების მიკერძოებაზე მეტყველებს, ბუნებრივია“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

ასევე იხილეთ