leaderboard_below_slide
left_sabechdi

არჩილ თალაკვაძე ადეიშვილზე: დადგება დრო, როცა ეს ადამიანი მძიმე დანაშაულებისთვის მართლმსაჯულების წინაშე წარდგება

ჩვენი ქვეყნის შეურაცხყოფაა, როცა ადეიშვილი, რომელიც არის მსჯავრდებული, ჩნდება საერთაშორისო ფორმატებში. ამასთან დაკავშირებით ჩვენს კოლეგებთან გვექნება კომუნიკაცია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგში ყოფნის ფაქტს გამოეხმაურა.

„როგორც უკრაინასთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, გული მწყდება, რომ უკრაინას ასეთი მძიმე ბიოგრაფიის მქონე ადამიანი წარმოადგენს. მეორე მხრივ, ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ქვეყნის შეურაცხყოფაა, როცა ადამიანი, რომელიც არის მსჯავრდებული და რამდენიმე საქმეზე დამატებით ბრალდებული, ჩნდება საერთაშორისო ფორმატებში, როგორშიც ჩვენ ვიხილეთ. ამასთან დაკავშირებით კოლეგებთან გვექნება კომუნიკაცია. აუცილებლად დადგება დრო, როცა ეს ადამიანი მძიმე დანაშაულებისთვის მართლმსაჯულების წინაშე წარდგება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

არსებული ინფორმაციით, საქართველოში არაერთ სისხლის სამართლის საქმეზე მსჯავრდებული და ბრალდებული, ყოფილი გენერალური პროკურორი – ზურაბ ადეიშვილი 24 თებერვალს გერმანიაში, ბუნდესტაგში იმყოფებოდა.

ასევე იხილეთ