თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაიწმინდა

დასუფთავების კვირეულთან დაკავშირებით, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაიწმინდა. შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა სანაპირო ზოლის ერთ-ერთი მონაკვეთი დაასუფთავეს.

აქციაში მონაწილეობა მიიღეს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა დავით ფაჩულიამ და ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძემ.

„დასუფთავების აქციები მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისთვის. ყველამ უნდა გავიაზროთ, რამდენად დიდ ზიანს ვაყენებთ გარემოს ნარჩენების ასეთ რეკრეაციულ სივრცეებში განთავსების შედეგად. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, კონტეინერებში განვათავსოთ მხოლოდ საყოფაცხოვრებო ნარჩენები და ნუ დავანაგვიანებთ გარემოს“, – აღნიშნა დავით ფაჩულიამ.

დასუფთავების საერთაშორისო კამპანიას ყოველწლიურად დედაქალაქიც უერთდება. მთელი ქვეყნის მასშტაბით იგეგმება სხვადასხვა ტიპის გარემოსდაცვითი აქტივობა.

ასევე იხილეთ