leaderboard_below_slide
left_sabechdi

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანია არის წინარევოლუციური სამზადისი

რადიკალური ოპოზიცია, ჩვენი ოპონენტები მოგვიწოდებენ, რომ წინასაარჩევნო გარემო იყოს თანაბარი, დემოკრატიული და მშვიდი, ყველას მიეცეს საშუალება, ჩაატაროს თავისი კამპანია თანასწორ და თავისუფალ გარემოში, თუმცა თვითონ რასაც აკეთებენ, პირდაპირ მიმართულია ამის წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანია არის წინარევოლუციური სამზადისი და მათი არჩევნების დღე არის არჩევნების შემდეგი დღე, როდესაც გეგმავენ საკუთარი მოსალოდნელი მარცხი გადააბრალონ ცესკოს, სახელმწიფოს და თავის ამომრჩევლებსაც კი, როგორც ეს არაერთხელ გააკეთეს წარსულში. ბუნებრივია, ამას საზოგადოება ყურადღებით უნდა დააკვირდეს. ჩვენ ამაზე საერთაშორისო დამკვირვებლების ყურადღებასაც გავამახვილებთ, რადგან როდესაც რადიკალური ოპოზიცია, ჩვენი ოპონენტები მოგვიწოდებენ, რომ წინასაარჩევნო გარემო იყოს თანაბარი, დემოკრატიული და მშვიდი, ყველას მიეცეს საშუალება ჩაატაროს თავისი კამპანია თანასწორ და თავისუფალ გარემოში, თავად რასაც აკეთებენ, პირდაპირ მიმართულია ამის წინააღმდეგ“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის მიერ დამტკიცებულ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პარლამენტს უკვე წარედგინა.

ასევე იხილეთ