leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლევან მაჭავარიანი: ჩვენთვის ტერიტორიების დაბრუნების ერთადერთი გზა არის დიდი შერიგება, რომელიც ეფუძნება ურთიერთპატიებას, ურთიერთპატივისცემას

“ჩვენთვის ტერიტორიების დაბრუნების ერთადერთი გზა არის დიდი შერიგება, რომელიც ეფუძნება ურთიერთპატიებას, ურთიერთპატივისცემას”, – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

“არაერთხელ გვითქვამს, ჩვენთვის პრიორიტეტული არ არის მხოლოდ ჩვენი მიწების დაბრუნება, ჩვენთვის ასევე არანაკლებ პრიორიტეტულია იქ მცხოვრები ჩვენი აფხაზი და ოსი დების და ძმების შემორიგება და მათთან ერთად სრულფასოვანი თანაცხოვრება,“ – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გორში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „დღეს ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი არ ყოფილა არც ქართველი და არც ოსი ხალხის სურვილი. ამიტომ, როდესაც ძმათა შორის სისხლიანი კონფლიქტის დამკვეთებს ვამხელთ, ხოლო შემსრულებლებს ამ უმძიმეს დანაშაულზე სამართლებრივად ვაგებინებთ პასუხს, აუცილებლად დადგება დღის წესრიგში ურთიერთობების აღდგენის საკითხი“.

ასევე იხილეთ