left_sabechdi

ლევან მაჭავარიანი: რაც შეეხება დიდ შერიგებას ბატონ ხაზარაძესა და ბატონ გახარიას შორის, რა თქმა უნდა, ღიმილისმომგვრელია თუ ისინი ამ ნაბიჯს გადადგამენ

“რაც შეეხება დიდ შერიგებას ბატონ ხაზარაძესა და ბატონ გახარიას შორის, რა თქმა უნდა, ღიმილისმომგვრელია თუ ისინი ამ ნაბიჯს გადადგამენ”, – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

ამასთან, მან პრეზიდენტ ზურაბიშვილს, რომელმაც მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდა, რადიკალური ოპოზიციის პრეზიდენტი უწოდა.

„ქალბატონი ზურაბიშვილი არის რადიკალური ოპოზიციის პრეზიდენტი. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იგი იხსნა იმპიჩმენტისგან და მოგვევლინა რადიკალების ლიდერად. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა, ვთქვა, რომ იგი არღვევს და არ სცემს პატივს ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას. რაც შეეხება დიდ შერიგებას ბატონ ხაზარაძესა და ბატონ გახარიას შორის, რა თქმა უნდა, ღიმილისმომგვრელია თუ ისინი ამ ნაბიჯს გადადგამენ, იქიდან გამომდინარე, რომ მათი გარე უფროსები კარგად ითვლიან მათ რეიტინგებს. გიორგი გახარიას აქვს ნულოვანი შანსი ბარიერის გადალახვის, 3%-თანაც არ არის ახლოს. ბატონ ხაზარაძეს აქვს რაღაც შანსი, ხან 5%-ზეა, ხან 5,5%-ზე, ხან 4%-ზე ჩამოდის. შესაბამისად, მათი გარე უცხოელი უფროსები ამით ცდილობენ, რომ გადააზღვიონ“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

მამუკა ხაზარძისა და გიორგი გახარიას შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. დღესვე ისინი, სავარაუდოდ. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც შეხვდებიან.

ასევე იხილეთ