leaderboard_below_slide
left_sabechdi

მაია ბითაძე: კონფლიქტის მოგვარება შეუძლებელია მშვიდობის, პატიების და შერიგების გარეშე, სამინისტროც კი გვაქვს შერიგების

“პარადოქსია ის, რომ დღეს არის აჟიოტაჟი ატეხილი იმ მარტივ ჭეშმარიტებაზე, რომელზეც ჩვენ წლებია ვსაუბრობთ და სახელმწიფო პოლიტიკაა აგებული იმაზე, რომ კონფლიქტების მოგვარება უნდა მოხდეს მშვიდობიანად მხოლოდ იმ გზით, რასაც შეიძლება წინ უძღოდეს შერიგება და პატიება. სხვანაირად ამ სახელმწიფში არვის არ წარმოუდგენია ამ კონფლიქტების მოგვარება და დეოკუპაციის პროცესის დაწყება, რომელიც ჩვენი ეროვნული ინტერესია”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

„ჩვენ ნათლად ვხედავთ იმას, რომ ადამიანები, რომლებიც მუდმივად ცდილობენ ზიზღის გაღვივებას ადამიანებს შორის, ისინი ამას იყენებს თავისი აზრის პოლიტიკურ ირაღად, მაგრამ მათ თავიანთი სახე წლევანდელ წელს ძალიან კარგად დაგვანახეს. მათი ნამოქმედარის შედეგად რამდენიმე დღის წინ ადამიანი დაიღუპა ძალადობის და ზიზღის ენის გამოყენების გამო. მათ მშვიდობას და ემპათიურობას ვერ მოვთხოვთ.

კონფლიქტის მოგვარება შეუძლებელია მშვიდობის, პატიების და შერიგების გარეშე. სამინისტროც კი გვაქვს შერიგების. გუშინ მთელი დღის განმავლობაში მიზანმიმართულად ხდებოდა დამახინჯება ბიძინა ივანიშვილის სიტყვების და იყო ინტერპრეტაცია იმას, რომ თითქოს იყო საუბარი შერიგება და პატიება ოკუპანტებისა და არა იმ მშვიდობიან მოქალაქეებთან მიმართებაში.

რადიკალები არც უფრო მეტ ფუჭ აჟიოტაჟს ატეხენ ერთი კვირის განმავლობაში იფუშება, საბოლოო ჯამში ეს რჩება საქართველოს მოსახლეობის მეხსიერებაში და 26 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობა მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას.

ერთმნიშვნელოვანია, რომ ეს გზავნილი არ ახდენს გავლენას იმ სახელმწიფო პოლიტიკაზე, რომელიც ჩვენ დეოკუპაციის მიმართულებით გვაქვს და რა პრეტენზიებიც ჩვენი სუვერენიტეტის დარღვევასთან მიმართებით რუსეთთან გვაქვს. რუსეთთან გაწყვეტილი გვაქვს ყველანაირი დიპლომატიური კავშირი სწორედ ამ მიზნით.

ჩვენ ამ ტერიტორიაზე ერთად უნდა ვიცხოვროთ იმ ადამიანებთან, რომლებიც არიან საქართველოს მოქალაქეები. გზავნილი სწორედ ჩვენი აფხაზი და ოსი დების და ძმებისკენ მიემართება, რომ ერთადერთი გზა მშვიდობიანი თანაცხოვრებისა არის ის რომ ჩვენ უნდა შევრიგდეთ. ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს მას, რომ ვისაც სამხედრო დანაშაული აქვს ჩადენილი მათ რაიმე ეპატიება“, – აღნიშნა მაია ბითაძემ.

ასევე იხილეთ