თურქეთის დაზვერვის ხელმძღვანელი: რუსეთ-უკრაინის ომის გადაწყვეტა უნდა მოიცავდეს უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნას საერთაშორისო სამართლის საფუძველზე

თურქეთის დაზვერვის ხელმძღვანელმა, იბრაჰიმ ქალინიმ განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი უნდა გადაწყდეს უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნით საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.

იბრაჰიმ ქალინის თქმით, თურქეთი გააგრძელებს საჯარო და ფარული ძალისხმევის განხორციელებას, რათა დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი და კონფლიქტი ღაზის სექტორში.

„საერთაშორისო სისტემა, რომელიც სწრაფად იცვლება და სულ უფრო მყიფე ხდება, ორი მნიშვნელოვანი გლობალური კრიზისის წინაშე დგას: უკრაინის ომი და ღაზის სექტორში კონფლიქტი. რუსეთ-უკრაინის ომის გადაწყვეტა უნდა მოიცავდეს უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნას საერთაშორისო სამართლის საფუძველზე“, – აღნიშნა თურქეთის სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელმა.

„თურქეთი განაგრძობს თავის მრავალმხრივ სადაზვერვო დიპლომატიას, როგორც საჯაროდ, ასევე ფარულად, უკრაინასა და ღაზაში არსებული კონფლიქტების მოსაგვარებლად“, – დასძინა მან.

ასევე იხილეთ