left_sabechdi

ლევან მაჭავარიანი გახარია-ხაზარაძის შესაძლო გაერთიანებაზე: ადამიანს ოდნავ თუ გაქვს თავმოყვარეობა, ღირსება, პრინციპები, ასეთი ტიპის გაერთიანებები არ უნდა ხდებოდეს

“გარე უფროსებისგან მიღებული დავალება” – ასე აფასებს მმართველი გუნდი სალომე ზურაბიშვილის მცდელობას, გახარია-ხაზარაძე გააერთიანოს.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი ამ პოლიტიკოსების უპრინციპობაზე საუბრობს.

„კონკრეტულად ბატონი გახარიას და ხაზარაძის შემთხვევა კიდევ აბსოლუტურად სხვა ნიშნულის შეურაცხყოფა არიას და რა თქმა უნდა, ადამიანს ოდნავ თუ გაქვს თავმოყვარეობა, ღირსება, პრინციპები, ასეთი ტიპის გაერთიანებები არ უნდა ხდებოდეს. მაგრამ, სამწუხაროდ, ისინი იღებენ დავალებებს მათ გარე უფროსებისგან, შესაბამისად, მოსწონთ თუ არ მოსწონთ, იძულებულები არიან, ეს დავალება შეასრულონ“, – აცხადებს მაჭავარიანი.

„ლელოს“ და „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერები ერთმანეთს გუშინ შეხვდნენ. პირისპირ ჩატარებული შეხვედრის შემდეგ პოლიტიკოსები პრეზიდენტთან მივიდნენ. პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართული შეხვედრისა და ვახშმის შემდეგ კი განაცხადეს, რომ მოლაპარაკებები ჯერ არ დაუსრულებიათ.

ასევე იხილეთ