„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის დელეგატობის კანდიდატმა დავით კოდუამ, „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად, ნარაზენში, აღმაშენებლისა და როგავას ქუჩებზე, მოსახლეობასთან ინდივიდუალური შეხვედრები გამართა.
„დღეს, ინდივიდუალური შეხვედრები ჩვენი ახალგაზრდული გუნდის წევრებთან ერთად, სოფელ ნარაზენში, აღმაშენებლისა და როგავას ქუჩებზე გავმართეთ.
საოცარი ენერგია და მხარდაჭერა მოდის მოქალაქეებისგან.
გამარჯვება სულ უფრო და უფრო ახლოვდება, ამომრჩევლებმა კარგად იციან ვინაა ქართული საქმის მკეთებელი!
ამ სოფელში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელეთ, სკოლა, ბაღი, გზები, ამბულატორია – ეს პროექტების არასრული ჩამონათვალია. რამდენიმე შიდა ქუჩაზე გზა მოსაასფალტებელია, რასაც წინასწარ დაგეგმილი პროექტით განვახორციელებთ!“ -აცხადებს კოდუა.