გურამ მაჭარაშვილი: ჩვენ ხომ ვამბობდით, რომ არა მხოლოდ გამჭვირვალობა იყო მათთვის პრობლემა იმიტომ, რომ საქართველოში მათ უნდათ ის ხელისუფლება, რომელიც, მათ შორის, ლგბტ პროპაგანდას გააღვივებს ბავშვებში
“ჩვენ ხომ ვამბობდით, რომ არა მხოლოდ გამჭვირვალობა იყო მათთვის პრობლემა იმიტომ, რომ საქართველოში მათ უნდათ ის ხელისუფლება, რომელიც, მათ შორის, ლგბტ პროპაგანდას გააღვივებს ბავშვებში”, – განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონმდებლობასთან დაკავშირებით ოპოზიციისა და საელჩოების ნაწილის პოზიციის შეფასებისას.
„ჩვენ ხომ ვამბობდით, რომ არა მხოლოდ გამჭვირვალობა იყო მათთვის პრობლემა იმიტომ, რომ საქართველოში მათ უნდათ ის ხელისუფლება, რომელიც, მათ შორის, ლგბტ პროპაგანდას გააღვივებს ბავშვებში, რომ ადამიანებმა არ იცოდნენ ბავშვობიდან, ქალი თუ კაცია, რომ საქართველოში ტრადიციები იყოს უგულებელყოფილი. არ იყო მხოლოდ გამჭვირვალობა პრობლემა და დადგა ეს საკითხი. ამას ხედავს არა მხოლოდ ქართული, არამედ ევროპული საზოგადოება, მათ შორის ამერიკის ჯანსაღი საზოგადოება და არ ეთანხმება ამას“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.