leaderboard_below_slide
left_sabechdi

მამუკა მდინარაძე: პრეზიდენტი ჩაეწერა იმ ადამიანთა რიგში, რომლებიც პატრიარქზე თავდასხმასაც არ ერიდებიან

“პრეზიდენტი გახდა „ნაციონალური მოძრაობის“ რიგითი აქტივისტი. ის ჩაეწერა იმ ადამიანთა რიგში, რომლებიც არ ერიდებიან პატრიარქზე თავდასხმასაც, შესაბამისად, ჩვენ ქალბატონი სალომესგან აღარაფერი გვიკვირს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„პრეზიდენტმა გაბედა ის, რაც გაბედა ამ ქვეყანაში სულ 5-6-მა ყველაზე თავზეხელაღებულმა „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტმა. მაგალითად ბერძენიშვილმა, რომელიც ყოველთვის ებრძვის სიწმინდეებს, ეკლესიასა და პატრიარქს. მათ რიგში ჩაეწერა სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც, უდიდესი ალბათობით, დავალების შესაბამისად, საქართველოს პატრიარქზე იერიში მიიტანა“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ასევე იხილეთ