leaderboard_below_slide
left_sabechdi

რუმინეთის თავდაცვის მინისტრი: ნატოს უნდა ჰქონდეს მტკიცე, კოორდინირებული პასუხი, როცა უკრაინის მიმართულებით გაშვებული რუსული რაკეტები ან თვითმფრინავები ალიანსის საჰაერო სივრცეში შედიან

“ნატოს უნდა ჰქონდეს მტკიცე, კოორდინირებული პასუხი, როდესაც უკრაინის მიმართულებით გაშვებული რუსული რაკეტები ან თვითმფრინავები ალიანსის საჰაერო სივრცეში შედიან”, – ამის შესახებ რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა ანგელ ტილვარმა განაცხადა.

„B9-ის სახელმწიფოები ღრმად არიან შეშფოთებული ნატოს საჰაერო სივრცეში რუსული თვითმფრინავების და რაკეტების განმეორებითი შეჭრით. ამიტომ საჭიროა ძლიერი, კოორდინირებული რეაგირება მოკავშირეთა დონეზე“, – განაცხადა ანგელ ტილვარმა.

სექტემბრის დასაწყისში ნატოს ქვეყნებმა, რუმინეთმა და ლატვიამ მათ საჰაერო სივრცეში რუსული თვითმფრინავების შესვლის ფაქტი დააფიქსირეს.

რუმინეთს უკრაინასთან 650 კმ-იანი საზღვარი აქვს.

ასევე იხილეთ