გიორგი ვოლსკი: ბოდიშის თემა, ეს არ არის საკითხი, რომელიც შეიძლება ესოდენ უნამუსოდ გაპრიმიტიულდეს,როგორც ჩვენ მოვისმინეთ ზოგიერთ კომენტარში
“ბოდიშის თემა, ეს არ არის საკითხი, რომელიც შეიძლება, ესოდენ უნამუსოდ გაპრიმიტიულდეს, როგორც ჩვენ მოვისმინეთ ზოგიერთ კომენტარში”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ.
„ეს არის საკითხი, რომელიც აგრძელებს პროცესს ნდობის ატმოსფეროს შექმნის სახელით. მთავარი თემა არის ნდობის ატმოსფეროს შექმნა, რომელიც იქნება ფუნდამენტი სრულმასშტაბიანი პოლიტიკური მოგვარებისთვის.
ბიძინა ივანიშვილის ნათქვამი, სტრატეგიას გამოხატავს და არა მხოლოდ ერთ სიტყვას, რომელსაც იტყვი და ასეთივე მოკლე პასუხი მოჰყვება“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, გორში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას მშვიდობის მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი, ასევე, ქვეყნის განვითარებაზე, ეროვნული ღირებულებების, რელიგიის დაცვაზე, საკონსტიტუციო უმრავლესობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ბიძინა ივანიშვილმა ხაზი გაუსვა ჩვენს ოს ძმებთან შერიგებისა მნიშვნელობასაც, რასაც რადიკალების გაღიზიანება მოჰყვა.