„ობიექტურად, გამორიცხულია არჩევნების ლეგიტიმაციას რაიმე საფრთხე შეექმნას, სუბიექტურად შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ იყოს მსგავსი მცდელობა. მცდელობა შეიძლება იყოს, მაგრამ გამორიცხულია ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით პრობლემები იყოს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„მცდელობა რა თქმა უნდა იქნება და ეს იქნება ძალიან სუბიექტური. ეს უკვე დაწყებული აქვს ოპოზიციურ ტელევიზიებს, ნაცმოძრაობას, ხაზარაძეს, იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნების ლეგიტიმურობა დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ“, – აღნიშნა მდინარაძემ.