გელა გნოლიძე: ჩვენ გვინდა მშვიდობა, კეთილდღეობა
„ჩვენ გვინდა მშვიდობა, კეთილდღეობა”, – განაცხადა მუსიკოსმა გელა გნოლიძემ, რომელმაც ტყიბულში, „ქართული ოცნების” მხარდამჭერ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
„რა თქმა უნდა, ევროპას ალტერნატივა არ აქვს. გვჯერა, რომ გავხდებით ამ დიდი ოჯახის წევრი“, – აღნიშნა გნოლიძემ.
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიებები გრძელდება. დღეს მმართველი გუნდის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავენ ახალციხესა და ტყიბულში.