ისრაელის თავდაცვის მინისტრი: ისრაელი ომის „ახალ ფაზას“ ხსნის და სიმძიმის ცენტრი ჩრდილოეთისკენ გადადის
![](https://reportiori.ge/icons/featured-link.png)
ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი აცხადებს, რომ ისრაელი ომის „ახალ ფაზას“ ხსნის და სიმძიმის ცენტრი ჩრდილოეთისკენ გადადის.
„ეს ომი მოითხოვს დიდ სიმამაცეს, მიზანმიმართულობას და მონდომებას“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
მიმდინარე კვირის დასაწყისში, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ სამხედრო მოქმედებები იქნება ერთადერთი გამოსავალი, თუ დიპლომატია კრახს განიცდის.