„საქართველოს პარლამენტი არ არის აღმასრულებელი ორგანო. ამიტომ ინსტიტუციურად არის სწორი, რომ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი დანიშნოს პრემიერმა და ასე ხდება ცივილიზებული სამყაროს ყველა ქვეყანაში“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ ძალიან ხშირად გვთავაზობენ ისეთ რამეს, რაც არსად არ არის. ასეთი იყო ცესკოს შემთხვევაშიც და ასეთთან გვაქვს ახლაც საქმე. ისეთ რამეს გვთხოვენ, რაც არ არის არსად, ანუ ამის უკან რაღაც იმალება. ამის შემდეგ პარლამენტში უნდა მოითხოვონ ისეთი ხმების რაოდენობა, რომელიც დღეს „ქართულ ოცნებას“ არ აქვს. ანუ „ნაცმოძრაობა“ ან საბოტაჟის რეჟიმში საერთოდ ჩამოშლის ამ ინსტიტუტს, მას არ ეყოლება ხელმძღვანელი, ან აიძულებს „თავისი ჭკუით, „ქართულ ოცნებას“, რომ საკუთარი კანდიდატი შეაჩეჩოს. ეს არის მათი მიზანი და ამ მიზანს არ გავატანინებთ, პირდაპირ ვამბობ. ნორმებთან მიმართებაში სწორი როგორ არის ეს ერთი არგუმენტია, მეორე რომ ინსტიტუციურად ასეა სწორი, ჩვენ უნდა გავმიჯნოთ აღმასრულებელი, საკანონმდებლო და მაკონტროლებელი ორგანო და მესამე, „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისას არ გავატანინებთ“, – აღნიშნა მდინარაძემ.