თამთა მეგრელიშვილი კესარია აბრამიძის მკვლელობაზე რადიკალების რეაქციაზე: ესენი არიან ტრაგედიით მოსარგებლე არამზადები
„ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი კესარია აბრამიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, უჩა ნანუაშვილის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკას ეხმიანება და რადიკალებს ტრაგედიით მოსარგებლეებს უწოდებს.
მისი განცხადებით, ნანუაშვილს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს, ვინაიდან, მის მიერ ჩამოთვლილი პოროვნებებიდან ორი – ბიანკა შიგუროვა და ლიზა ქისტაური, საქართველოში არ მოუკლავთ.
„ასე აგიჟებენ საზოგადოებას და ხალხს. არც ბიანკა და არც ლიზა საქართველოში არ მოუკლავთ. უფრო მეტიც – საწყალი ქისტაური ბელგიაში, ევროპის შუაგულში მოკლეს, ეს ნაძირალა ნანუაშვილი კი ყველაფერს კადრულობს, რომ ტრაგედია ხელისუფლებას გადააბრალოს. ესენი არიან ტრაგედიით მოსარგებლე არამზადები”, – წერს თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.