ლიბანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბდალა ბუ ჰაბიბმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ბოლო დღეებში მომხდარი თავდასხმები, შესაძლოა, „ომის დასაწყისის“ მაუწყებელი იყოს.
„ეს საშიში მომენტია და ჩვენ გვეშინია ომის დაწყების, რადგან არ გვსურს ომი. ადრე საზღვარზე იყო შეტაკებები, ზოგჯერ ვითარება მწვავდებოდა, მაგრამ ახლა საუბარია ომზე, ეს არის ომის დასაწყისი“, – განაცხადა აბდალა ბუ ჰაბიბმა.
ლიბანის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაერო-ს უშიშროების საბჭოსა და აშშ-ს ლიბან-ისრაელის საზღვარზე მშვიდობის აღსადგენად დახმარებისკენ მოუწოდა.
შეგახსენებთ, ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საკომუნიკაციო მოწყობილობების აფეთქებების მორიგი სერიის შედეგად დაიღუპა 14 და დაშავდა 450 ადამიანი. გუშინ კი ლიბანში პეიჯერების კოორდინირებული აფეთქებების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 2 800-მდე კი დაშავდა.