leaderboard_below_slide
left_sabechdi

დაჩი ცაგურია „ნაცმოძრაობაზე“: ეს ბოროტების მანქანა ოპოზიციაში ტოქსიკურ გარემოს ქმნის და შეუძლებელია იქ ჯანსაღი ძალის ჩამოყალიბება

„მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ, უდიდეს შეცდომას უშვებენ. როდესაც შავზე მეუბნები, რომ თეთრია, ქართველი ამას არ მიიღებს”, – განაცხადა ყოფილმა პოლიტპატიმარმა, დაჩი ცაგურიამ გადაცემაში „იმედი Live“ აშშ-ის სანქციებზე საუბრისას.

„ჩვენ ხომ გვაქვს ისტორიაში, მაგალითად როდესაც მოსთხოვეს ხატისთვის გადაბიჯება, 100 000 ადამიანი ეწამა. როდესაც საბჭოთა კავშირში ვცხოვრობდით და წითელი არმია იყო საქართველოს ტერიტორიაზე, როგორც კი ენის წართმევაზე მიდგა საქმე, მთელი საქართველო გამოცვივდა. ერთი სიტყვა არ უთქვამთ იმაზე, რომ პოლიციელები ადამიანებს კლავდნენ და სახურავზე დებდნენ და შენ ამ დროს პირიქით გამოდიოდი და იძახდი, რომ იცი რა ღონისძიება იყო დაგეგმილი, წინააღმდეგობა გასწიეს და აბა რა იქნებოდაო. იგივე 26 მაისს რომ გამოედევნენ ამ ხალხს, ივა ჩიღვინაძე და კობა გოცირიძე ჩეხეთის საელჩოში შევარდნენ. პირდაპირ შეცვივდნენ საელჩოში და სასიკვდილოდ სცემეს ზონდერებმა და ჯალათებმა ორი ადამიანი, გამოათრიეს იქიდან და ჩასვეს ციხეში. თავიანთი საელჩოს ტერიტორიაზე რომ შეცვივდა ამდენი ხალხი, მაგაზეც არ უთქვამთ არაფერი“, – აღნიშნა ცაგურიამ.

მან ასევე ისაუბრა ოპოზიციაზე და აღნიშნა, რომ სანამ „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ არსებობს, ოპოზიციური ველი ვერ გაჯანსაღდება.

„მთელი რესურსები, ფულადი რესურსები, ყველაფერი არის ამ ბოროტების მანქანის [კოლექტიური ნაცმოძრაობის] ხელში დღემდე. ოპოზიციაში ეს ბოროტების მანქანა ტოქსიკურ გარემოს ქმნის და იქ შეუძლებელია ჯანსაღი ძალის ჩამოყალიბება. ესენი ხანძარი როცაა ცეცხლს გულშემატკივრობენ, ომი როცაა ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ კონფლიქტში ჩაგვრთონ. ცდილობენ ეკონომიკა ჩამოიშალოს. უკრაინის მაგალითი მომყავს ხოლმე – წყალსაცავი რომ აფეთქდა და შავ ზღვაში წყალი ჩავიდა, მთელი კამპანია ჰქონდათ ამაზე. საზღვაო სეზონი მოკლეს, რადგან იყო კამპანია, რომ შავ ზღვაში ჩასვლა არ შეიძლება, რადგან მოკვდები და განადგურდები. ეს კამპანიაც ეკონომიკის გასანადგურებლად იყო. ფონდები ხომ არის შექმნილი, ამერიკელი და ევროპელი ხალხის ფული ხომ ვითომ იმისთვის იხარჯება რომ აქ ჩვენ დაგვეხმარონ, მოვძლიერდეთ ეკონომიკურად, სინამდვილეში კი ეს ფული იხარჯება პირიქით სახელმწიფო გადატრიალებებისთვის, არჩევნების შედეგების გაყალბებისთვის. როგორ არცერთი არჩევნები არ აღიარეს, ამ ქვეყანაში ჩატარებული ყველა არჩევნები გაყალბდა?“, – განაცხადა ცაგურიამ.

ასევე იხილეთ