leaderboard_below_slide
left_sabechdi

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ისნის რაიონის ნაწილს დღეს, 08:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული ექნება.

ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

„დღეს, 19 სექტემბერს, ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. N163-ის მიმდებარედ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მაგისტრალური მილი, რომელიც ისნის რაიონის მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყლით ამარაგებს, ავარიულად დაზიანდა.

„ჯივიპის“ ტექნიკურმა ჯგუფებმა დაზიანების აღდგენითი სამუშაოები დღეს, 19 სექტემბერს, დილის 08:00 საათზე დაიწყო და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, 19 სექტემბერს, დილის 08:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული ექნება:

ისნის რაიონი: მოსკოვის გამზირს, ბერი გაბრიელ სალოსის, ბაბუციძის, ოცხელის, ნაკადულის, საფერავის, ჩხავერის, ალექსანდროულის, ზემო მეტალურგთა, დოდაშვილის, ბოგდან ხმელნიცკის, წულაძის, თეთრი წყაროს, კობა ჩოხელის, ნარგიზის, ლერწმის, მანავის, საექიმოს, აჰმედ ჯავადის, მიკოლა ბაჟანის, არტურ ლაისტის, მარჯორი უორდროპის, ჰოსპიტალის, რიჩარდ ჰოლბრუკის, იუნკერთა და ჩკალოვის ქუჩებს, ქინძმარაულის ქუჩას, შესახვევებს და ჩიხს, გარდაბნის გზატკეცილს, წმ. ბარბარეს და სამრეწველოს დასახლებებს, რუსთავის გზატკეცილის და ნავთლუღისა და გორგასლის ქუჩების ნაწილს და მიმდებარე ქუჩებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, „ფეისბუქისა“ და ვებგვერდის მეშვეობითhttp://www.gwp.ge“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე იხილეთ