დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სავარაუდოდ, მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სავარაუდოდ, შეხვდება უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელიც მომავალ კვირაში აშშ-ში ჩასვლას გეგმავს.
„სავარაუდოდ, დიახ“, – ასე უპასუხა ტრამპმა ჟურნალისტის კითხვას, შეხვდება თუ არა უკრაინელ ლიდერს.
მანამდე, ზელენსკიმ განაცხადა, რომ სურდა, სამშვიდობო გეგმა წარედგინა აშშ-ის პრეზიდენტისთვის, ჯო ბაიდენისთვის და პრეზიდენტობის კანდიდატებისთვის, კამალა ჰარისისა და დონალდ ტრამპისთვის.
როგორც „როიტერი“ წერს, ზელენსკი მომავალ კვირას აშშ-ში ჩავა და გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვა.