left_sabechdi

ბექა ოდიშარია: ეს არის სახე „ნაცმოძრაობის“, ასე იქცეოდნენ ისინი ომშიც, ასე იქცევიან ასევე ახალგაზრდებთან მიმართებაში, როდესაც დაპირისპირებას საკუთარ არჩეულ ხელისუფლებასთან უსახავენ ჰეროიკულ ქმედებად

“ეს არის სახე „ნაცმოძრაობის“, ასე იქცეოდნენ ისინი ომშიც, ასე იქცევიან ასევე ახალგაზრდებთან მიმართებაში, როდესაც დაპირისპირებას საკუთარ არჩეულ ხელისუფლებასთან უსახავენ ჰეროიკულ ქმედებად”, – განუცხადა ჟურნალისტებს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ „გამჭვირვალობის კანონის“ საწინააღმდეგო აქციების მონაწილის მიერ გიორგი ვაშაძის მხილების ფაქტზე.

მისივე თქმით, „აქ კარგი მხოლოდ ერთი რამ არის, რომ სხვა ახალგაზრდებისთვის ეს იქნება მაგალითი იმისა, თუ ვინ არიან და რას წარმოადგენენ ეს ვიგინდარები და როგორ შეიძლება მათ გაჰყვე ნებისმიერ ბრძოლაში“.

„ეს არის სახე „ნაცმოძრაობის“, ასე იქცეოდნენ ისინი ომშიც, ასე იქცევიან ასევე ახალგაზრდებთან მიმართებაში, როდესაც დაპირისპირებას საკუთარ არჩეულ ხელისუფლებასთან უსახავენ ჰეროიკულ ქმედებად. მათ იწვევენ ამ ე.წ. ბრძოლის ველზე ისე, როგორც მებრძოლებს სიბოროტის წინააღმდეგ და შემდეგ მათ შეატოვებენ ხელში ყველანაირ მავნე ინსტრუმენტს, მოლოტოვის კოქტეილი იქნება ეს თუ სხვა. მათ პირისპირ ტოვებენ ქართულ სასამართლოსთან, პირისპირ ტოვებენ იმ პასუხისმგებლობასთან, რომელსაც იწვევს ნებისმიერი ასეთი ტიპის დანაშაული.

აქ კარგი მხოლოდ ერთი რამ არის, რომ სხვა ახალგაზრდებისთვის ეს იქნება მაგალითი იმისა, თუ ვინ არიან და რას წარმოადგენენ ეს ვიგინდარები და როგორ შეიძლება მათ გაჰყვე ნებისმიერ ბრძოლაში“, – აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.

ფრიდონ ბუბუტეიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ის ვაშაძის დაკვეთით მოქმედებდა. საუბარია მეხანძრე- მაშველისთვის ქვის სროლასა და პარლამენტის ჭიშკრის დაზიანებაზე.

ასევე იხილეთ