leaderboard_below_slide
left_sabechdi

„საქსტატის“ მონაცემებით, იანვარ-აგვისტოში, საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 14 700.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.0%-ით მეტია

„საქსტატის“ მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14 700.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.0%-ით მეტია. აქედან ექსპორტი 4 173.9 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 2.5%-ით), ხოლო იმპორტი 10 526.9 მლნ აშშ დოლარს (გაიზარდა 3.3%-ით).

სტატისტიკის თანახმადვე, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში, 6 353.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.2%-ია.

„2024 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 81.7% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (745.5 მლნ აშშ დოლარი), ყაზახეთი (538.2 მლნ აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (476.0 მლნ აშშ დოლარი).

2024 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.4% შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1 761.8 მლნ აშშ დოლარი), აშშ (1 186.4 მლნ აშშ დოლარი) და რუსეთი (1 167.3 მლნ აშშ დოლარი).

2024 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.7% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (2 085.3 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (1 636.2 მლნ აშშ დოლარი) და აშშ (1 278.8 მლნ აშშ დოლარი).

2024 წლის იანვარ-აგვისტოში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 1 478.1 მლნ აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 35.4%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 219.6 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 5.3%), ხოლო მესამე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 196.6 მლნ აშშ დოლარით (4.7%).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2024 წლის იანვარ-აგვისტოში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 1 978.1 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 18.8% შეადგინა. მეორე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 880.6 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 8.4%), ხოლო მესამე ადგილზეა სამკურნალო საშუალებები დაფასოებული 416.2 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 4.0%)“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე იხილეთ