leaderboard_below_slide
left_sabechdi

კახა კალაძე: ყველაფერი ცხადია – კეზერაშვილი არის დამნაშავე, ჩვეულებრივი თაღლითი, მის მიმართ კი არ ხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი საერთაშორისო დონის დამნაშავეა, თუმცა მის მიმართ შესაბამისი ღონისძიებები არ ხორციელდება.

ამის შესახებ მან ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე საქართველოს პროკურატურის მიერ რამდენიმე პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.

„ყველამ ვიცით, რომ კეზერაშვილი საერთაშორისო დონის თაღლითია იმ სქემით, რომლითაც აუბედურებდა ევროპელ პენსიონერებს და ძარცვავდა. კიდევ ერთი დიდი უბედურებაა, რომ ის ფული საქართველოში შემოდიოდა, ფინანსდებოდა პოლიტიკა, ტელევიზიები. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი. კონკრეტულ ევროპულ ქვეყნებში გამოძიება მიმდინარეობს, არიან დაკავებულებიც, თუმცა ჩემთვის გასაკვირია ის ფაქტი, რომ კეზერაშვილი თავისუფლად გადაადგილდება, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ცხადი და ნათელია – ის არის დამნაშავე, ჩვეულებრივი თაღლითი, კრიმინალი, მის მიმართ კი არ ხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები. ეს აჩენს ეჭვს, რომ ის დროებით სჭირდებათ იმისთვის, რათა მოპარული თანხები ისევ საქართველოში შემოიტანოს და ამით პოლიტიკა დააფინანსოს, რაც ძალიან მძიმეა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ასევე იხილეთ