“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” მარნეულისა და გარდაბნის დელეგატი ზაურ დარგალი, მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალბატონებს შეხვდა.
ზაურ დარგალის განცხადებით, შეხვედრაზე ქალთა წინაშე არსებული საკითხები განიხილეს და მათი მოგვარების გზებზე ერთობლივად იმსჯელეს. „ საინტერესო შეხვედრა გვქონდა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალებთან.საარჩევნო კამპანიის ფარგლებში განვიხილეთ, ქალთა წინაშე არსებული საკითხები და ერთობლივად ვიმსჯელეთ მათი მოგვარების გზებზე.
ასევე ყურადღება გამახვილდა ქალთა ჩართულობასა და მათ ეკონომიკური გაძლიერებაზე,“- განაცხადა ზაურ დარგალმა.