leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი კირცხალია: ჩვენს მეგობრებს მივმართავ 17 მაისი მაინც გაიხსენონ, როგორ აუხსნიან ქართველებს, ჩვენს საზოგადოებას, რომ ლგბტ პროპაგანდაზე გადის საქართველოს ევროპული გზა?! ჩვენ ასე არ ვფიქრობთ

“ჩვენს მეგობრებს მივმართავ 17 მაისი მაინც გაიხსენონ. როგორ აუხსნიან ქართველებს, ჩვენს საზოგადოებას, რომ ლგბტ პროპაგანდაზე გადის საქართველოს ევროპული გზა?! ჩვენ ასე არ ვფიქრობთ”, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ.

მან ისაუბრა ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიციისა და ზოგიერთი ევროპელი პარტნიორის დამოკიდებულებაზე, რომლებიც საქართველოში აღნიშნული კანონის მიღებას ეწინააღმდეგებიან.

„ჩვენს მეგობრებს მივმართავ 17 მაისი მაინც გაიხსენონ. როგორ შეიძლება?! საიდან იღებენ ინფორმაციას?! – თუ კოლექტიური „ნაცმოძრაობისგან“ – აგერ ჩანს! როგორ აუხსნიან ქართველებს, ჩვენს საზოგადოებას, რომ ლგბტ პროპაგანდაზე გადის საქართველოს ევროპული გზა?! ჩვენ ასე არ ვფიქრობთ.

ახლა ბინძური სპეკულაცია „შემოუშვეს“, რომ თითქოს, ადამიანის უფლებებს ვეხებით. რომელ ადამიანის უფლებებს?! – 2012 წლიდან ადამიანის უფლებების დაცვით სულ პირველ ადგილზე ვართ, არა მხოლოდ რეგიონში. აქ რა შუაშია ადამიანის უფლებები?! უმაღლეს დონეზეა დაცული. კანონში საუბარია პროპაგანდაზე, რომელიც არა მარტო ჩვენი ქვეყნის, არამედ მსოფლიოს გამოწვევაა“, – განაცხადა კირცხალიამ.

იგი გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მიხაელ როთის დღევანდელ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელიც კესარია აბრამიძის მკვლელობას ეხებოდა.

„ადრე ვთქვი ნახევრად ხუმრობით და ახლაც გავიმეორებ – იქნებ დათმოს თავისი მოქალაქეობა. აგერ, სალომე ზურაბიშვილთან ერთად სელფებს დებს, მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა, არაფორმალურად საარჩევნო სუბიექტია და კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ რომელიმე ფრთასთან ერთად არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, იყოს ლგბტ პროპაგანდის ლობისტი საქართველოში. რა პასუხსაც მიიღებს, 26 ოქტომბერს ძალიან კარგად ნახავს ისიც და მისი თანამოაზრეებიც“, – აღნიშნა მიხაელ როთზე საუბრისას კირცხალიამ.

ასევე იხილეთ