leaderboard_below_slide
left_sabechdi

მამუკა მდინარაძე: რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო იმატებს ქვეყნის გარედან ჩარევის მცდელობები, კრიტიკული განცხადებები, მუქარები, თუმცა საქართველო და მისი მოქალაქეები ფლობენ გაცილებით ძლიერ იარაღს, რასაც სიმართლე ჰქვია

„რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო იმატებს ქვეყნის გარედან ჩარევის მცდელობები, უკიდურესად კრიტიკული განცხადებები, რეზოლუციები, სანქციები, მუქარები, პროვოკაციები, ამ ყველაფრით ზემოქმედების მცდელობა ქართველ ამომრჩეველზე, თუმცა საქართველო და მისი თითოეული მოქალაქე ფლობს გაცილებით ძლიერ იარაღს, რასაც სიმართლე და ღირსება ჰქვია“, – განაცხადა მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ რუსთავში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მამუკა მდინარაძის თქმით, იმისთვის, რომ სიმართლე ბოლომდე გავიტანოთ და ღირსება შევინარჩუნოთ, 26 ოქტომბერს არ უნდა დარჩეს არცერთი ადამიანი სახლში.

„ქვეყანა და ხალხი, რომელმაც შეძლო, გაეძლო და მყარად დახვედროდა თანამედროვეობის ყველაზე სასტიკ იარაღს – დეზინფორმაციას. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ერთ-ერთი ყველაზე ქართული კანონის, გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ აგორებული ცრუ და ფაშისტური კამპანია და ამ დეზინფორმაციაზე ჩვენი გამარჯვება იყო. რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო იმატებს ქვეყნის გარედან ჩარევის მცდელობები, უკიდურესად კრიტიკული განცხადებები, რეზოლუციები, სანქციები, მუქარები, პროვოკაციები, ამ ყველაფრით ზემოქმედების მცდელობა ქართველ ამომრჩეველზე, თუმცა საქართველო და მისი თითოეული მოქალაქე ფლობს გაცილებით ძლიერ იარაღს, რასაც სიმართლე და ღირსება ჰქვია. და იმისთვის, რომ სიმართლე ბოლომდე გავიტანოთ და ღირსება ბოლომდე შევინარჩუნოთ, 26 ოქტომბერს არ უნდა დარჩეს არცერთი ადამიანი სახლში, რომელსაც შეუძლია, სარკეში ჩაიხედოს, საკუთარ თავს თვალი გაუსწოროს და თამამად თქვას: მე ჩემს ქვეყანას ვემსახურები და არავის სხვას!!! ასეთ დროს თქვენ ვერ მოგატყუებენ, თქვენზე სიცრუით და ყალბი კამპანიებით ზეგავლენას ვერ მოახდენენ. მართალ ხალხს წინ ვერავინ და ვერაფერი დაუდგება! შესაბამისად, ჩვენ, ყველანი ერთად, დავიცავთ მშვიდობას, თითოეული ჩვენგანის და ჩვენი ქვეყნის ღირსებას, კეთილდღეობას და ამ უთანასწორო ბრძოლას ეყოლება ერთი გამარჯვებული – საქართველო და მისი აღმატებულება ქართველი ხალხი და ამიტომ ჩვენს ქვეყანას და „ქართულ ოცნებას“ გაუმარჯოს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე იხილეთ